png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირაკლი ალასანია: მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან

  • პოლიტიკა
  • 23.08.2016
  • 16:29
ირაკლი ალასანია: მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან

რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუსის მიერ ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჭიროა საზოგადოებამ შეიკავოს თავი სპეკულაციებისგან და დაელოდოს გამოძიებას.

”ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა. რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან. მე იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ სამალავები აღმოაჩინეს და მზადდებოდა ტერორისტული აქტები. ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო წინასწარი მზადება აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რაც მოხდა და არ მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველოს დააბრალოს უუნარობა და სუვერენიტეტის გაუკონტროლება. ახლა საჭიროა მთელი სპეცსამსახურები გადართულები იყვნენ, რომ გამოავლინონ, ვინ იდგა დანაშაულის უკან. საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს კარგი სპეციალისტები ჰყავს და შეუძლია რეგიონში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კარგი თანამშრომლობა. თუმცა ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურები პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლდნენ’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge