png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სუს-ის მიერ დაშინებული პარტიის წევრები და პაატა ბურჭულაძის სკანდალური განცხადება

  • პოლიტიკა
  • 24.08.2016
  • 11:00
სუს-ის მიერ დაშინებული პარტიის წევრები და პაატა ბურჭულაძის სკანდალური განცხადება

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ ნუ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ მათ მხარდამჭერებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში პაატა ბურჭულაძე იმ ვიდეოფირების გასაჯაროებას გეგმავს, სადაც როგორც თავად ამბობს, სუს-ის მიერ დაშინებული მისი თანაპარტიელები განვითარებულ მოვლენებს ყვებიან. 

გადაცემა "არჩევანში" პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ სუს-ის თანამშრომლები მისი თანამოაზრეების მიმართ ზეწოლას ყველა რეგიონში ახდენენ. 

"ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი გვირეკავს, რომ მესამე დღეა მასზე არის ზეწოლა. ისინი ითხოვენ მისგან და სხვებისგან, რომ თქვი რომ მიდიხარ პარტიიდან იმიტომ რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს არის "ქართული ოცნების" მესიჯი, რომლითაც უნდათ რომ ჩვენ მოგვაყენონ ზიანი. როცა გვირეკავენ, ჩვენი მეგობრები, ისინი ამბობენ, რომ იძულებულები ვართ რომ გამოვიდეთ და ეს ვთქვათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდით და ჩაგწერთ. ყველას გმირობას ვერ მოთხოვ, ოჯახები ყავთ. ამ ჩანაწერებს ჩვენ ვაგროვებთ. ამ გოგოს ვიდეო ჩვენ გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ამას დავაგროვებთ და ერთად გავავრცელებთ. გვაქვს ვიდეოები სხვადასხვა რაიონებიდან. ეს ადამიანები ჩამოდიან და წერენ ამ ვიდეოებს. ეს არის კონსტიტუციური უფლების წართმევა, ეს ადამიანები გმირები არიან. ამას აკეთებენ სუს-ის თანამშრომლები. სუსი ჩვენ უნდა გვებრძოდეს და ტელევიზიით რუსი აგენტები უნდა გამოდიოდნენ? ეს არის სამართლიანობა? იმედი მაქვს რომ თავს დაგვანებებენ. მე არ მაქვს იმედი, რომ სასამართლოში რომ მივალ და იქ მურუსიძე დამხვდება რას იზამს. ჩვენ ეს ვიდეოები გვაქვს და დაგვანებონ თავი, თორე ამ ვიდეოებს გამოვაქვეყნებ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge