png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.08.2016
  • 12:27
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩსს შეხვდა.

შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ლატვიის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ლატვიის თანადგომა მომავალშიც მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, დზინტარს რასნაჩსმა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, ლატვია ამ საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადასაწყვეტად ძალისხმევას არ დაიშურებს.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გარღმავების საკითხები,   ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა და სამართლებრივ სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პენიტენციისა და პრობაციის სფეროში რეფორმების დადებით შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ლატვიის იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სფეროებში  საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა.

დღესვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, რიგის პრობაციის ბიუროს ეწვია და მუშაობას ადგილზე გაეცნო.

კახა კახიშვილი რიგაში დზინტარს რასნაჩსის პირადი მიწვევით იმყოფება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც სტუმრობდა.

ქართული დელეგაცია მინისტრთან ერთად, ოლაინეს ციხესაც დაათვალიერებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი. ასევე, რიგაში მიმდინარე შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  თეიმურაზ ჯანჯალია ესწრება. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge