png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვახტანგ ყოლბაია: აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოსთან უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით

  • პოლიტიკა
  • 26.08.2016
  • 14:17
ვახტანგ ყოლბაია: აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოსთან უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა“.

ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს ოკუპირებილ აფხაზეთში გაიმართა „მრგვალი მაგიდა“, რომელიც მიეძღვნა ხსენებული აღიარების 8 წლისთავს და რომელზეც   დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიბკამ განაცხადა, რომ „ასრულდა აფხაზთა მრავალ თაობათა ოცნება“.

ამასთან დაკავშირებით,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი აზრი:

„ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აფხაზების ნდობა უნდა აღვადგინოთ. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაც და საქმიანობაც, ამ ფაქტორების გასააქტიურებლადაა მიმართული. აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოს წიაღში კი, უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. ხელშემწყობი ფაქტორები შემდეგია: საქართველოს მთავრობის სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ეკონომიკური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია, განათლება, ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 20 წელზე მეტი  გავიდა იმ ტრაგედიიდან. აგრესიული რიტორიკა, რომელსაც მესამე ძალა ახორციელებს, მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, მით უმეტეს, როცა აფხაზეთი პოლიტიკურ იზოლაციაშია და მოკლებულია ქართველებთან დიალოგს. თაობები აღიზარდნენ ამ სიძულვილის რიტორიკით, თუმცა ჰუმანიტარული ფაქტორები სერიოზულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, აფხაზები დღითიდღე რწმუნდებიან და კიდევ უფრო დარმწუნდებიან, რომ ქართველები მათი მტრები არ არიან. უბრალოდ, წნეხში არიან და ამის საჯაროდ აღიარება არ შეუძლიათ“- აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge