png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტი: პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან

  • პოლიტიკა
  • 29.08.2016
  • 13:39
პრეზიდენტი: პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობისმიმართ საქართველოს მოსახლეობის  ინტერესის გაზრდას.

გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული პროგრამებით წარდგომას და გააქტიურებას ურჩევს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ამომრჩეველს რას გეგმავენ დასაქმების, ეკონომიკის, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, რაპოზიცია აქვთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე.

პრეზიდენტი ასევე მიმართავს მედიას გააქტიურდეს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით.

„მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამაპნიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტიგაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს რა უნდა გავაკეთოთ.

პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსს მოუწევს მისთვის პასუხებისგაცემა.

ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გაქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს, ერთერთ ასეთ სკოლის მონაწილეებს წყალტუბოში დღესპრეზიდენტი შეხვდა.

„რეალურად თქვენ ქმნით ხვალინდელ, ძლიერ, დემოკრატიულ, საქართველოს.

მთავარი, რასაც თქვენ აკეთებთ და გააკეთებთ, იქნება ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიაწვდით ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომელშიც არ არის რაიმე ტიპის აგიტაციარომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მაგრამ იქნება გზავნილი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს ფუნდამენტი და საფუძველია. გზავნილს, რომლის შინაარსიც არის იმისთვის, რომეფექტიანად იმუშაოს სახელმწიფომ, იმისთვის, რომ რეალურად ფუნქციონირებდეს დემოკრატია, შეიგრძნოს ჩვენმა ხალხმა ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე.

ამისთვის ყველა მოქალაქე უნდა იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და რომელიმე პარტიას, რომელიმეპოლიტიკურ ლიდერს მისცეს ხმა.

ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია პოლიტიკის მიმართ, არის ნიჰილისტური განწყობებიც, მაგრამ ჭეშმარიტება და მთავარი აზრი დევს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე,რეალურად უარს ამბობს თავის მოქალაქეობრივ უფლებაზე იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს თანამონაწილე, განახორციელოს თავის მოქალაქეობრივი ვალი.

ხმის არმიცემით, უბანზე არმისვლით, ბოიკოტით, ისინი სჯიან მხოლოდ თავიანთ თავს, სჯიან მომავალს და ვერაფრით სჯიან პოლიტიკოსებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თქვენ არ ითხოვთ რომელიმე ძალის მხარდაჭერას, არამედ ითხოვთ ახალგაზრდების მომავლისმხარდაჭერას",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge