png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

  • პოლიტიკა
  • 30.08.2016
  • 11:44
ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალური ქსელის ფეისბუქის თავის ოფიციალურ გვერდზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ არჩევნებში ქობულეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარსდგება:

„გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებზე, ქობულეთის ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარვდგე! თუმცა, პოლიტიკურ პარტიაზე უარი არ მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი! პარტია აუცილებლად იარსებებს და ის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს! მიუხედავად ყველაფრისა, იმ კანონპროექტებს, რომელთა შესახებაც ბევრი გესაუბრეთ და რომლებისთვისაც ხელმოწერებს ვაგროვებდით, პარლამენტში მაინც გავატარებთ! მაგრამ, ამ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარდგენა ვერ გადავწყვიტე, რადგან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ისეთი ათი კანდიდატიც კი ვერ ვიპოვე, რომლებიც საქართველოს კანონების შეცვლასა და მათ გაუმჯობესებას შეძლებდნენ! ქართველების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ჩემს მისწრაფებას ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ უმრავლესობა გამოუცდელი ადამიანები არიან, ამ საქმეს კი პროფესიონალები სჭირდება! აქედან გამომდინარე, პარტია საქმიანობას მომავალში განაგრძობს და ჩვენ დეპუტატობის კანდიდატების საუკეთესო კადრების შერჩევას გავაგრძელებთ!
მე გადავწყვიტე ქობულეთში კენჭისყრა, რადგან აქ 5 წელია ვცხოვრობ. ვცხოვრობ სწორედ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ჩემს კანდიდატურას მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე ვთავაზობ. ქობულეთელების თითოეული პრობლემის შესახებ ყველაფერი ვიცი! ჩემთვის გასაგები და ახლოა ყველაფერი ის, რაც ქობულეთის მაცხოვრებლებს აწუხებს - სიღარიბე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური დახმარების უქონლობა- უპირველესად იმათთვის, ვინც ამას განსაკუთრებით საჭიროებენ- ეს ბავშვები და მოხუცები არიან. აქ არ არის სამუშაო ადგილები, არ არსებობს ახალგაზრდებისთვის სათანადო პერსპექტივა, არ შემოდის ინვესტიციები. ამ საკურორტო რეგიონს კი განვითარება სჭირდება… მე ჩამოვთვალე ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც მზად ვარ, რომ თავი მივუძღვნა! რაც მთავარია - ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო!

მე მჯერა უფლისა და თქვენი თანადგომის, რადგან მხოლოდ ჩემი ხალხის, ჩემი თანაქალაქელების კეთილდღეობა და ბედნიერება მსურს!“–განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge