primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

მანანა კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 31.08.2016
  • 14:06
მანანა კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეელისო ჩაფიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც ბუნდესტაგის დეპუტატი კლაუს-პეტერ ფლოსბახი ხელმძღვანელობს.საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის" (IPS) პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო დაქართულმა მხარემ სტუმრების მხრიდან ბევრი შემოთავაზება მიიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტსა და ბუნდესტაგს შორის თანამშრომლობის ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სტუდენტებისშერჩევას ბუნდესტაგში პრაქტიკის, სტაჟირების გავლისთვის, სადაც ისინი ეცნობიან გერმანელი დეპუტატების საქმიანობას, უშუალოდ მათი ბიუროების საქმიანობას დაზოგადად, ბუნდესტაგში მათი საქმიანობის პოლიტიკურ ნაწილს. ამ პროგრამით, სტიპენდიანტები სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობასაც იღებენ. მათ შეუძიათდაესწრონ წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს, ითანამშრომლონ ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტთან და შემდგომ აქტიურად იყვნენ ჩართული გნებავთსაქართველოს პარლამენტის მუშაობაში თუ ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა უკვე წლებია გრძელდება და გერმანულ მხარეს მისი გაფართოების სურვილიაქვს, განსაკუთრებით კი, საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტის ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„მათ საპარლამენტო მუშაობაში სწორედ მეცნიერების ჩართვის და კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობისას სამეცნიერო დასკვნების მომზადების უნიკალურიგამოცდილება აქვთ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომი მოწვევის პარლამენტში მათი შემოთავაზება უნდა გამოვიყენოთ და გავაძლიეროთ ჩვენიკვლევითი დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრომლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ შესაბამისი დანაყოფის საქმიანობას ბუნდესტაგში. ზოგადად,შეიძლება ფუნქციებიც კი, უფრო მეტად გავუღრმავოთ ამ სამსახურს იმისთვის, რომ უფრო მეტი იყოს მათი ჩართულობა თუ გნებავთ საკანონმდებლო პროცესშითითოეული დეპუტატისთვის დახმარების გაწევის თვალსაზრისით, ვგულისხმობ მათ მიერ მომზადებულ სამეცნიერო დასკვნებს და დოკუმენტების ხარისხს, რომელსაცისინი ამზადებენ", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტშიც მოხდება გერმანელი სტუდენტების სტაჟირებაზე მოწვევადა პროგრამა გაცვლითი სახის გახდება. „ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არამედიგივე სახალხო დიპლომატიის და განათლების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. ზოგადად, ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებისთვის,ასეთი ტიპის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე მხრიდან საკანონმდებლო ორგანოა ჩართული", - განაცხადა მანანაკობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ბევრი შემოთავაზება იყო და მთვარია, რომ „ჩვენ ეს ეფექტურადგამოვიყენოთ და ჩვენი მხრიდანაც იყოს თანამონაწილეობა და ჩართულობა ამ ტიპის პროექტებში".

მანანა კობახიძის თქმით, დელეგაციაში იყო არ მხოლოდ ბუნდესტაგის წარმომადგენელი დეპუტატი, არამედ ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელიდა აგრეთვე, ჰუმბოლდტის უნივერსისტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი „რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვისაც განათლების სფეროშიპრიორიტეტი და წახალისებულია სწორედ საბუნებისმეტყველო და ტექნოლიგიური მიმართულებები".

გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის" (IPS) პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 120 სტიპენდიატს 2017 წლის პირველიმარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტოსისტემას გერმანიის ბუნდესტაგში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებებისმიღების პროცესი.

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge