primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

დავით უსუფაშვილმა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 31.08.2016
  • 20:51
დავით უსუფაშვილმა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დავით უსუფაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და ამ ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო შეხვედრა დროული და მნიშვნელოვანია. „ამ კონფერენციაზე ყველა  ორი განცდის გამო  ჩამოვედით: გადაუდებლობის განცდისა და იმედის გამო. გადაუდებლობის განცდა მოდის იმ ვითარებიდან, რასაც ყველა ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ინდივიდუალური გზა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ფიქრები და ძალისხმევა რამდენიმე საერთო საკითხმა გააერთიანა-  ვხედავთ, რომ ევროპა გამოწვევების წინაშე დგას  და  ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი პრობლემების მოგვარებაში.  გადაუდებლობის განცდა  მოდის იმ ფაქტიდან, რომ ინტეგრაციის პროცესები გაამწვავა გაჩენილმა პრობლემებმა. მაგრამ იმედის შეგრძნება მოდის იმ ფაქტიდან, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ევროპელი მოთამაშე, როგორიცაა პოლონეთის რესპუბლიკა, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. იმედი ისაა, რომ  ევროპაში არის ქვეყნები, სადაც ამ საკითხებს სერიოზულად ეკიდებიან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო იქნება მათ შორის, ვინც აქტიურად იქნება ჩართული ანალიზსა და დისკუსიებში",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, სანამ ევროკავშირი რეფორმებზე ფიქრობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი საზღვრების მიღმა სხვადასხვა მოვლენები ვითარდება და რეფორმებზე ფიქრისას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური ღირებულებები და მიზნები ფუნქციურია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სუვერენიტეტზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, რათა საქმე იზოლაციამდე არ მივიდეს. ასევე სიფრთხილეა საჭირო სოლიდარობაზე საუბრისას, „რომ არ მივიდეთ სოლიდარულად  დახუჭულ თვალებამდე, როდესაც ზოგი ევროპული ან მეზობელი ქვეყანა ძალადობს საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე. აქ ჩვენ სოლიდარულები ვერ ვიქნებით. სოლიდარობა მუშაობს და ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები თანაბრად იცავენ იმ  ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც  არა მხოლოდ ევროპის, არამედ 21-ე საუკუნის თანამედროვე მსოფლიოს ფუნდამენტია".

სიტყვით გამოსვლისას, დავით უსუფაშვილმა ეროვნული პარლამენტების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები პოლიტიკისებისგანაც მოდის. მისი თქმით, თუ პარლამენტი ხალხს უკეთ მოემსახურება, ნაკლები პრობლემა შეიქმნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პოპულიზმის შესახებაც. მისი შეფასებით, ეროვნულმა პარლამენტმა „პოლიტიკის კეთების" და ლიდერობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს და მეტი პასუხისმგებლობა იტვირთოს.

„პრობლემები მოდის პოლიტიკოსებისგანაც და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.  პოლიტიკოსები, რომლებიც ქმნიან პრობლემებს,  პარლამენტში ჩვენს გვერდით სხედან. ასე რომ, ჩვენი პარლამენტები უკეთ უნდა ემსახურებოდნენ საკუთარ ხალხს და მაშინ, ალბათ ნაკლები პრობლემა და უფრო მეტი მიღწევა იქნება. სამწუხაროდ, ვხედავთ პოპულიზმის აღზევებას ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, საქართველოშიც. ასე ესმის პოლიტიკა და ლიდერობა ზოგ პარტიას და პოლიტიკოსს. მაშასადამე, ეროვნული პარლამენტები უნდა აწესებდნენ პოლიტიკის კეთების, ხალხის გაძღოლის მაღალ სტანდარტებს და არ მიჰყვებოდნენ იმ ტრენდს, რომელსაც ყველა ვხედავთ - როდესაც არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომელიც  გაბრაზებული ხალხის პოვნას და მათ ლიდერად გადაქცევას ცდილობენ. ეს  არ არის ლიდერობა. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც ხალხთან იდეები მიაქვს, რომლებიც ხალხს მიმართულებებს აძლევენ. მაშასადამე, ეროვნულმა პარლამენტებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ  და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ხალხს უკეთ ესმის რა ხდება მსოფლიოში. ამ შემთხვევაში იქნება  ნაკლები ევროსკეპტიციზმი, ნაკლები ზეწოლა პოლიტიკოსებზე",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროკავშირზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლა პოპულარულია ევროკავშირზე მითითება და მისთვის ყველა შესაძლო შეცდომის დაბრალება, „მაგრამ ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ შეიქმნა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ მიმდინარე პრობლემებზე. ევროკავშირი არ უნდა იყოს განხილული როგორც არსება, რომელიც პოლიტიკურ გარემოში თავისით არსებობს".

დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დამსწრეთ შეახსენა, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას წარმატებით უმასპინძლა, ხოლო  2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა  ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ინიციატივას, ამ ტიპის შეხვედრები  პერმანენტული გახდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge