primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა უნდა გარდავქმნათ ისე, რომ იყოს უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე

  • პოლიტიკა
  • 04.09.2016
  • 12:58
 გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა უნდა გარდავქმნათ ისე, რომ იყოს უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე

ქვეყნის მთავრობა და ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ  იყოს უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის, საქმიანი ადამიანების საჭიროებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გელა სამხარაულის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა გელა სამხარაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალიან ბევრს შრომობდა სასოფლო-სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარებისთვის.

 ”დარწმუნებული ვარ, ის ყველა ჩვენგანთან ერთად ხმალამოღებული დამცველი იქნება თითოეული თქვენგანის ინტერესების”, -მიმართა ახმეტელებს გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა ახმეტის ყოფილ მაჟორიტარს ზურაბ ზვიადაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდში რჩება.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძირეული რეფორმები განხორციელდება მმართველობაში.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, რათა სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, ტურიზმის განვითარების მიზნით. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებითაც", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე  გაწერილია კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალოს განათლების სისტემა, პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული.

"ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან”, -აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის შექმნის შესახებ და 2012 წლის შემოდგომაზე მოხდა ძირეული გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ სინამდვილეში.

"თქვენ გახსოვთ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანია,  თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა. შევეცდებით, ეს აღარ განმეორდეს. ამ 4 წლის განმავლიბაში მოვაგვარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, აღარ არის საჭირო უკანასკნელი ქონების გაყიდვა, რომ ოჯახის წევრს უმკურნალო. არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, როგორც არის დღეს. ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა  ყურადღება  სტაბილურობაზე გაამახვილა.მისი თქმით, სტაბილურობის გაერშე შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე საუბარი.

 ”გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში.
ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge