გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
- პოლიტიკა
- 05.09.2016
- 10:47
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. 15-წევრიან საკრებულოში იმპიჩმენტში მონაწილეობა 13-მა დეპუტატმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 10-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. იგი საკრებულოს თავმჯდომარედ იანვრის თვეში აირჩიეს.
გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს უახლოეს სხდომაზე აირჩევენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200