png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 05.09.2016
  • 16:13
გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. საუბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე.  გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი დასოფლის მეურნეობა. 

გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რეგიონალურ უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge