primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა

  • პოლიტიკა
  • 05.09.2016
  • 18:38
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  ახალმა ელჩმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაადასტურეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მყარი მეგობრული ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შემდგომ ახალი რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი ურთიერთობების კიდე უფრო განვითარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრექსიტის შედეგად,  ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამისათვის კი, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური თანამშრომლობის არსებული ფორმატი, „უორდროპის დიალოგი", რომელიც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მხარეებმა განიხილეს „დიალოგის" შემდგომი განვითარების პერსპექტივა.  

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა და მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობისათვის.  მიხეილ ჯანელიძემ ინფორმაცია მიაწოდა ბრიტანელ დიპლომატს  საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოსა და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დაუდასტურა საგარეო საქმეთა მინისტრს გაერთიანებული სამეფოს ურყევი, მხარდამჭერი პოზიციასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ასევე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრულიურთიერთობებია და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებელი  ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება. 

მიხეილ ჯანელიძემ წარმატება უსურვა ბრიტანეთის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge