png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბერის არჩევნებში მთელს საქართველოში - ირაკლი ალასანია

  • პოლიტიკა
  • 05.09.2016
  • 20:28
ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბერის არჩევნებში მთელს საქართველოში - ირაკლი ალასანია

,,როგორც გორელები და ქართლელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ჩვენს ბრძოლის ველს და მებრძოლებს გაჭირვებაში. სწორედ ამ ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში მთელს საქართველოში“, - ამის შესახებ ისაუბრა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორში, სადაც ოფიციალურად დაიწყო მისი საარჩევნო კამპანია.

პარტიის გორის ოფისთან  აქტივთან, პარტიის წევრებთან და გორის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე  მან ისაუბრა ქართლის და გორის გამორჩეულ როლზე, რომელიც ამ კუთხეს მიუძღვის საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის, საქართველოს სულის და ღირსების დაცვის საქმეში - ,,კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - როდესაც 2008 წელს გაეროში ჩვენ ვიცავდით საქართველოს ღირსებას და ჩვენი დიპლომატიის ფრონტის ხაზზე ვიყავით,  გორელებო, სწორედ თქვენი  სულის სიმტკიცე და უტეხობა იყო ჩვენი სტიმული მაშინ და მიტომაც მე გადავწყვიტე, რომ ის გამოცდილება, რომელიც  გამაჩნია და ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“,  როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში, ვმუშაობდით და ვაკეთებდით საქმეს, როდესაც მე შევძელი ის, რომ დაგვეწყო ნდობით სავსე მოლაპარაკება აფხაზებთან - ეს ყველაფერი მინდა მოვახმარო გორს იმისთვის რომ  რეგიონი გახდეს უფრო დაცული“ , -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  გამოკვეთილად ისაუბრა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე:

,,როდესაც თავდაცვის სამინისტროში წამოვიწყე საჰაერო თავდაცვის საქმე,  ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ვყოფილიყავით უფრო დაცულები და მოლაპარაკებებში და ზურგი გვქონოდა გამაგრებული, მაგრამ,  ამ საქმეში ხელი შეგვიშალეს, ზურგში დანა ჩაგვარტყეს და მეტიც, პოლიტიკური ზემოქმედებისთვის უდანაშაულო ხუთი ადამიანი სამხედროები თავდაცვის სამინისტროდან დღესაც არიან ციხეში. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, როგორც გორელები და ქართლელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ჩვენს ბრძოლის ველს და მებრძოლებს გაჭირვებაში. სწორედ ამ ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში მთელს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge