png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ხალხი გააკეთებს თავისუფალ არჩევანს

  • პოლიტიკა
  • 06.09.2016
  • 12:33
გიორგი მარგველაშვილი: ხალხი გააკეთებს თავისუფალ არჩევანს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" გახსნა,რომელიც საქართველოში, 6-7 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის ფარგლებში ქვეყნის პირველ პირსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს შორის დისკუსია გაიმართა, რომლისდასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.

სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, NATO-ს ვარშავისსამიტის შედეგებსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და ქვეყანაშიმომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ბევრს მიაღწია, ჩვენ გავზარდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ქვეყანა, ასევე მონაწილეობს დისკუსიებში, რომლებიც ეხება ამრეგიონში სამომავლო სტაბილურობას.

"ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა", - განაცხდა გიორგიმარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიიჩნევენ მართლაც მნიშვნელოვან პარტნიორად, როცა საქმე ეხება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რადგან ჩვენიქვეყანა შავ ზღვაზე მდებარეობს.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად NATO-სთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ NATO-ს, როგორც ალიანსს,ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია. დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიებისმნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავსსაკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე, თუ როგორ შექმნას NATO-მ უსაფრთხოება მსოფლიოში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებასვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება.

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიულიძალისხმევა.

„ეს იყო ის მომენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მთავრობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური ადამიანების მიერ ხმის მიცემით. ეს იყო მშვენიერი გამოცდილება.  არჩევნები უნდა გაიმართოსევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ და დიდი ყურადღებით დააკვირდნენ ამ პროცესს. ჩვენ ეს დაგვეხმარება, როგორც ქვეყანას, რომჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები... წინა არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო სახელისუფლებო ცვლილების თვალსაზრისით, დღევანდელი არჩევნები კი, რა თქმა უნდა,მნიშვნელოვანია - ჩვენ საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი უნდა ვაჩვენოთ.  2012 წელს ხალხი აკეთებდა არჩევანს შავსა და თეთრს შორის, ახლა კი ხალხი გააკეთებს თავისუფალ არჩევანს.

ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ  ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვსურს, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ვსაუბრობთსამყაროს აღსასრულზე. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევანის წინაპირობა. ასევე, პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას, ისინისაუბრობდნენ შავ-თეთრ ფერებში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კურტ ვოლკერის კითხვაზე, რა უნდა იცოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა და რა გზავნილი ექნება მათდამი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგიმარგველაშვილმა აღნიშნა:

 „საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად. ეს მართლაცასეა და ვლინდება კიდეც. ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური,აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge