png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"თავისუფალი დემოკრატები“ 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას 8 სექტემბერს წარადგენენ

  • პოლიტიკა
  • 07.09.2016
  • 15:54
"თავისუფალი დემოკრატები“ 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას 8 სექტემბერს წარადგენენ

,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“  200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას საქართველოს ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში 9 სექტემბერს წარადგენს კომისიაში და ეს იქნება ფაქტობრივად  ახალი ეტაპი თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო სამზადისში და ბრძოლაში. - ამის შესახებ  პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  8 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე  დაასრულეს  პარტიულ სიაზე მუშაობა, რომელიც მოიცავს 200 თანაპარტიელს. როგორც გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს იყო  შესაძლებლობა შედგენილიყო  სია არა უმცირეს 100  და არა უმეტეს 200 ადამანისა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ იყო ბევრი მსურველი, გამგეობაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სია ყოფილიყო წარდგენილი მაქსიმალური რაოდენობით. ,,თავისუფალი დემოკრატების“ სიის ფორმირებისას ბევრ დეტალს მიექცა ყურადღება, მათ შორის პარტიის დაპირებას , რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ყოფილიყო სიაში წარმოდგენილი. ,,ჩვენი სია ამ თვალსაზრისით იქნება უპრეცედენტო.  200 წევრიდან სამოცზე მეტი ქალბატონია წარმოდგენილი პარტიულ სიაში. ყოველ ათეულში ჩვენ გვეყოლება სამი ქალბატონო და უფრო მეტიც. ჩვენი ვალდებულება , რომელიც ერთი წლის წინათ გავეცით და გპირდებოდით რომ ქალბატონები იქნებოდნენ წარმოდგენილნი სიაში მოწინავე პოზიციებზე შევასრულეთ სრულად“, -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.  მისივე თქმით პარტიამ მოიცვა სრულიად საქართველო, ფაქტობრივად ყველა კუთხე და რაიონი ქვეყნის და რათქმაუნდა დედაქალაქი.  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებზე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი არის წარმოდგენილი ,,თავისუფალი დემოკრატების“ სიაში.

გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა პარტიის სიის პირველ ოცეულში განხორციელებულ ცვლილებებზე - ,,ჩვენ გარკვეული სახის ცვლილება განვახორციელეთ პირველ ოცეულში  და სიის მეცამეტე ნომერი დაეთმო ქალბატონ ნათია კუტივაძეს, ცნობილ ეკონომისტს ფინანსისტს, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და ჩვენი ეკონომიკური პროგრამის თანაავტორია დავით ონოფრიშვილთან ერთად.  იყო გარკვეული ცვლილებები სიის ფორმირების პროცესში თავისუფალ დემოკრატებში, წასულების ადგილს ბევრად უკეთესი ადამიანები იკავებენ, მინდა მივესალმო იმ ახალ ადამიანებს, რომლებიც მოდიან პარტიაში და იკავებენ ახალ ადგილებს. იმედი გვაქვს რომ მომავალში არა ერთი საინტერესო ახალი ადამიანი გამოჩნდება ,,თავისუფალ დემოკრატებში“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. პარტია ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ სრულად მოიცავს  ქვეყნის მაჟორიტარულ ოლქებს. პარტია გადადის უფრო აქტიურ შეხვედრებზე, კარდაკარზე და სხვა სახის ღონისძიებებზე.  გიორგი ცაგარეივილმა ჟურანლისტებს წარუდგინა ის მონაცემები, რომელიც უკვე მზადა და თავმოყრილია 9  სექტემბერს ცესკოში წარსადგენად. რათქმაუნდა დაცულია კანონის  ის ნორმა, რომელიც ავალდებულებს არჩევნებში მონაწილეებს შევსებული ჰქონდეთ დეკლარაციები.

 ,, რათქმაუნდა პირობა, რომელიც ითვალისწინებდა ნარკო-ტესტის გავლას ასევე დაკმაყოფლებულია. ჩვენ გვაქვს სუფთა სია, არავისთვის არაფერს არ ვმალავთ და მოვუწოდებთ სხვა პარტიებს მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ამ შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები იქცევიან“, -  განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge