png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

,,ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს

  • პოლიტიკა
  • 12.09.2016
  • 11:00
 ,,ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სერგო რატიანი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი გლდანში არსებულ ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიის საქმიანობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიერ საკუთარ კეთილდღეობაზე და ბიზნეს ინტერესებზე სახელმწიფო კანონებისა და რეგულაციების მორგების კლასიკური ნიმუშია.

„2015 წლის 25 მაისს პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის განკარგულებით ქ. თბილისში გლდანის რაიონში შპს ,,ჯორჯია თექნოლოჯი პარკს”, რომლის უკანაც ჰოლანდიური და ოფშორული კომპანიების გავლით ბატონი ივანიშვილის ბიზნეს ინტერესი იკვეთება, 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადაეცა 18ჰა ფართობზე განლაგებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - საბაზრო ღირებულებით მინიმუმ 20 მლნ ლარი.

ამის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა, როგორც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ), სადაც იურიდიული პირი გათავისუფლებულია პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან და სამეწარმეო საქმიანობისთვის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვის აღების ვალდებულებისგან.

გადასახადებისგან თავის არიდების გარდა ბ-ნი ივანიშვილის მოტივაცია იყო ელ. ენერგიის ტარიფის მინიმიზაცია, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვირტუალური ვალუტის (ბიტკოინების) გამომშვები ,,საწარმოს” დენის მოხმარება არის უაღრესად დიდი – შედარებისთვის, მთელი კახეთის რეგიონის მოხმარებაზე მეტი.

თუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის დენის ტარიფი 17-21 თეთრია (გააჩნია მოხმარებულ კვტ/სთ-ს), ბიტკოინების კომპანია მაქსიმუმ 11თეთრს იხდის. Aამ შეღავათის შედეგად ივანიშვილის საწარმო წელიწადში 40 მილიონ ლარზე მეტს ზოგავს. Aამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო (გაზისა და ნავთობის კორპორაციის მეშვეობით) 50 მლნ ლარით ასუბსიდირებს დენის ტარიფის შენარჩუნებას.

ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თიზის ერთ-ერთი მთავარი შინაარსი და 2010 წელს მიღებული კანონის მიზანი იყო საქართველოში შემოსული ინვესტიციების შედეგად ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, ხოლო გლდანის საწარმოში სულ თითზე ჩამოსათვლელი ტექნიკური პერსონალი და ტერიტორიის დარაჯი მუშაობს. საინვესტიციო ვალდებულებაშიც მხოლოდ 10 ადამიანის დასაქმება უწერიათ.

ეს პროექტი გახლავთ ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიერ საკუთარ კეთილდღეობაზე და ბიზნეს ინტერესებზე სახელმწიფო კანონების და რეგულაციების მორგების კლასიკური ნიმუში.

სხვა საერთაშორისო პოტენციური კორპორატიული ინვესტორებისთვის კი, ამგვარი კლანურ-ოლიგარქიული სისტემის ქვეყანაში არსებობა, პირდაპირი სიგნალია, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მხოლოდ ივანიშვილის კომპანიების გავლით არის შესაძლებელი. შესაბამისად, მათი ჩვენს ბაზარზე შემოსვლა და საქმიანობის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა.“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge