უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს დაინიშნა
- პოლიტიკა
- 13.09.2016
- 14:49
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის15 სექტემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:
- საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ
მომხსენებლები:
ლევან იზორია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ვახტანგ კაპანაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200