png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იუსტიციის სამინისტრო სასამართლო სისტემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე იწყებს მუშაობას

  • პოლიტიკა
  • 13.09.2016
  • 18:23
იუსტიციის სამინისტრო სასამართლო სისტემის  კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე იწყებს მუშაობას

დღეს, გაიმართა ახლად შექმნილი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

საბჭოს წევრებმა საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმა განიხილეს. სასამართლო რეფორმის რამდენიმე ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, რომელიც სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების ინსტიტუციურ განვითარებას ემსახურება, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს. რეფორმა კომერციული და საგადასახადო დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება იქნება.

რეფორმის იდეა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და მას კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო წარმართავს, კონსულტაციას კი უწყებას შპს „Dechert Georgia" გაუწევს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული კომპანია „დეკერტის" ფილიალია. „დეკერტი" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს და ის კარგად იცნობს კომერციულ სასამართლო სისტემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში.  „Dechert Georgia"    შეისწავლის და გააანალიზებს რეფორმის ყველა ეტაპს და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოამზადებს კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის კონცეფციის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასა და შესაბამის ნორმატიულ ბაზას.

 

კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი  საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველ ნახევარში წარედგინება; პარალელურად დაიგეგმება მოსამართლეობის კანდიდატთა საზღვარგარეთ განათლების, გადამზადებისა და ტრენინგების პროგრამები კორპორატიულ, საგადასახადო და სავაჭრო სამართალში, აგრეთვე, სამართლის სხვა შესაბამის დარგებში.

კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწინდელი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს უფლებამონაცვლეა. სხვა მსგავსი საბჭოების ანალოგიურად, იგი უწყებათაშორის სტრუქტურას წარმოადგენს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები, აკადემიური და ბიზნესწრეები. საბჭოს მიზანი კერძო სამართლის ცალკეული მიმართულების რეფორმებისათვის წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადებაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge