png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავით ნარმანია თბილისის დიოდური განათების თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო

  • პოლიტიკა
  • 14.09.2016
  • 14:28
 დავით ნარმანია თბილისის დიოდური განათების თემაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში დიოდური სანათების მწარმოებელი კომპანია „მაიჯიპიესის“ პრეზენტაციას დაესწრო.  თბილისისა და რეგიონების გარე და არქიტექტურული ლაზერული განათების თემაზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,   საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები და შუქ-დიოდების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების  CREE-სა და  ARROW EUROPE-ს ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების  შესაძლებლობაზე, ლედ სანათების ეფექტურობასა  და ძველი განათების სისტემასთან შედარებით მის უპირატესობებზე ისაუბრეს. დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა  უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც თბილისის გარე განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას 60%-ით, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯებს 50%-ით  შეამცირებს. დიოდების ექსპლუატაციის ვადა კი 10 წლამდე განისაზღვრება.

პილოტი პროექტების ფარგლებში, დიოდური სანათები საცდელი ვადით უკვე   დამონტაჟდა კოტე აფხაზის,  ლეხ კაჩინსკისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე, ასევე, აეროპორტის შესასვლელთან  და ბარათაშვილის ხიდზე.  

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ დედაქალაქის ლედ სანათებით განათების მნიშვნელობაზე  და  ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრა.  მისი თქმით, პროექტი 100 ათასი სანათის ლედ განათებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც ქალაქის განვითარებისა და მისი ტურისტული პოტენციალის  გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძირითადი ტექნიკური სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს, მთლიანად გეოინფორმაციულ სისტემაზე დავიტანეთ ქალაქის გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რამდენიმე კერძო კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა პილოტი პროექტები, რამაც გვაჩვენა ელექტროენერგიაზე  60%-იანი დანაზოგით უკეთესი განათება. ამიტომ  ჩვენი გადაწყვეტილებით უკვე მზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. განვიხილავთ დაინტერესებული კომპანიების წინადადებებს და შევარჩევთ საუკეთესოს,  რათა ქალაქის გარე განათების ქსელი ეტაპობრივად  გადავიდეს ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე“ -  განაცხადა მერმა.  

 თბილისის მერი, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ კომპანია „მაიჯიპიესთან“ სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით,     ადგილობრივი წარმოების  მხარდაჭერა  ხელს შეუწყობს თანამოქალაქეების დასაქმებას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების  ერთ-ერთ მთავარ  ამოცანას წარმოადგენს.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge