png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ქამარში ჩადებული პისტოლეტები“ - ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს

  • პოლიტიკა
  • 19.09.2016
  • 11:57
„ქამარში ჩადებული პისტოლეტები“ - ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცახდებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. მისივე განმარტებით, ”ქართული ოცნების” წევრებმა პროვოკაცია აღკვეთეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

”გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გაერკვნენ და ფაქტი აღიკვეთა.

”მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე და დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რის საშუალებითაც, პროვოკაცია დროულად აღიკვეთა. გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა - ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ, 2016 წელს. აღნიშნულ პირებს იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა,“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს იარაღი გამოხატული ფორმით ჰქონდათ.

„მათ ეცვათ მაისურები და ჩანდა იარაღი, პირდაპირ ქამარში ჰქონდათ გარჭობილი, ანუ აშკარად იკვეთებოდა, რომ მათ ამ იარაღის დემონსტრირება უნდოდათ ხაზგასმით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პ არტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს. „ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ ავღკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს“, - დასძინა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge