png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

  • პოლიტიკა
  • 20.09.2016
  • 15:20
ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიმართავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა, მოგახსენოთ, რომ წარმატებით გრძელდება საპრეზიდენტო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალია", რომელშიც ახალგაზრდების მეშვეობით, პრეზიდენტი ამომრჩეველსგააქტიურებისკენ  და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლების დასრულების შემდეგ, პროექტი გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან" ერთად.

ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფროსკლასელები თავიანთ რეგიონებში მოუწოდებენ მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას. 

ამ ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესში თითოეული ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა. 

გარდა ამისა, ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც,მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტი სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ  მოუწოდებს. ამ კამპანიის სახელწოდება, პირობითად არის  - „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია,როგორც შენი ცოდნა".

ასევე გვინდა გამოვეხმაუროთ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს, სადაც საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე -აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღოუცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.

ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით,  ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.

ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დავუბრუნდეთ ისევ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს მემორანდუმის ხელმოწერისკენ.

მართალია, მემორანდუმები არ არის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა.

კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური  კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობისფარგლებში,  უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება- აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge