png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ჩვენ ენგურის ხიდზე ვიდექით და ვერ გადავედით, დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ" - მანანა კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 21.09.2016
  • 14:14
„ჩვენ ენგურის ხიდზე ვიდექით და ვერ გადავედით, დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ" - მანანა კობახიძე

,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტშიც და დარწმუნებული ვარ რომ იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - ასე მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე,  ზვიად ძიძიგური და რომან გაბუნია  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდნენ.  სოზარ სუბარმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, ასევე ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აუხსნა, რომ მთავრობა ზრუნავს პენსიების გაზრდასა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაზე და ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მუშაობს სახელმწიფო პროგრამები. სოზარ სუბარის განცხადებით, ოთხ წელიწადში არცერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ ფოთელებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც - “ჩვენ აქ ჩამოვედით ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად. რატომ უნდა დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას მხარი? იმიტომ რომ  მას ეყოლება მინიმუმ 100 მეგობარი და თანამოაზრე პარლამენტში, უმრავლესობა, და მას ექნება იმის შესაძლებლობა რომ რასაც დაგპირდებათ, გააკეთოს ყველაფერი”.

დევნილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემაც.

„ჩვენ დღეს ენგურის ხიდზე ვიდექით და ვიყურებოდით გაღმა. ძალიან გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედით და დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ. თქვენს მშვიდობიან დაბრუნებას გაუმარჯოს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ საუბრისას.

შეგახსენებთ, შეხვედრა ფოთში „ახალი რაიონში“ გაიამართა, ეს დასახლება ევროკავშირის დახმარებით აშენებული 1168 ბინიანი 32 კორპუსია, რომელიც 3 111 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge