png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გოგა ონიანი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

  • პოლიტიკა
  • 29.09.2016
  • 16:55
გოგა ონიანი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგა ონიანმა ბრიფინგზე წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.
''სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება დანაშაულებრივ საქმიანობას განაგრძობს. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე მერთან და გამგებელთან ერთად ბაღებსა და სკოლებში დადის, სადაც მასწავლებლებსა და დირექტორებს მხარდაჭერას აიძულებს. ამ ყველაფერს სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე აკეთებს. ეს სახელმწიფო რესურსის გამოყენებაა და ისჯება კანონით.
გარდა ამისა, გამგეობის თანამშრომელი ხვიჩა ჩალაბაშვილი, რომელიც ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული, ის სამედიცინო შვებულებაშია. თითქოს მას ბრონხიტი აქვს, რეალურად კი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სეირნობითა და შეხვედრების მოწყობითაა დაკავებული. ეს გაყალბებული დოკუმენტია, ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
ამ შემთხვევაში შეგვეძლო კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა მოგვეთხოვა. ჩვენ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობის განწყობა ვიცით. 8 ოქტომბერს ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად ირაკლი აბუსერიძე და ქართული ოცნება ვაზისუბანში მწარედ დამარცხდება'' - განაცხადა გოგა ონიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge