primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

"პატრიოტთა ალიანსი" აქციებს აანონსებს

  • პოლიტიკა
  • 04.10.2016
  • 16:24
"პატრიოტთა ალიანსი" აქციებს აანონსებს

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით საუბრობს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება მათ ჰყავდეთ მხარდამჭერთა მხოლოდ 2%.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოვიდა და ხმა მისცა მილიონ 480 000-მა ადამიანმა. მათი 2 % არის დაახლოებით 28 000 კაცი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ერთ ბათუმის აქციაზე იყო 28 000 კაცი, ანუ 2% უკვე იყო ბათუმის აქციაზე. ამას ვეუბნები პირველ რიგში ტელეკომპანია "იმედს" და "რუსთავი 2" -ს. ჩვენ მხარდამჭერები გვყავს თბილისშიც, ქუთაისშიც, თელავშიც,კასპშიც, გორშიც და სხვა ბევრ რეგიონში, ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენი რეიტინგი იყოს 2%", - განაცხადა თარხან-მოურავმა. 

დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებს ხელმოწერები და ე.წ. შეთანხმების ფურცლებიც წარმოუდგინა, სადაც მისი თქმით, 180 000 ადამიანი აწერს ხელს შეთანხმებას რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას სწორედ პატრიოტთა ალიანსს მისცემს

"აქ არის 180 000 ხელმოწერა, კიდევ 100 000 არის რეგიონებში, ვიცოდით რა, რომ არჩევნები შესაძლოა, გაყალბდეს, გამოვიგონეთ და გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. შევქმენით დოკუმენტი რომელსაც ჰქვია შეთანხმება და სადაც ადამიანი თავისი სახელი-გვარით და პირადი ნომრით ხელს აწერს შეთანხმებას," - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

დავით თარხან მოურავმა არჩევნების შემდგომ აქციების გამართვაც დააანონსა.

"8 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე ჩვენ უკვე დავიწყებთ შეკრებას და 9-ში დავიწყებთ რეგიონებიდან ხალხის დაძვრას. 3-4 დღეში მინიმუმ 20 000 კაცს მართო რეგიონებიდან ჩამოვიყვანთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას ნუ შექმნის ქუჩის დაპირისპირებებს და დაძაბულობას", - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge