png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არჩევნებამდე სამი დღით ადრე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.10.2016
  • 13:23
არჩევნებამდე სამი დღით ადრე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გუშინ საღამოს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
‘’ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული დავით კუხალაშვილი იმყოფება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.
ჩვენი პოლიტიკური შეფასებით გუშინ საღამოს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ხელისუფლება უმძიმეს კრიმინალურ ფონზეა პასუხიმგებელი, რომელიც ქვეყანაში ბოლო 4 წელია. ეს ყველაფერი მკვლელობებით, ძალადობითა და დაუსჯელობის სინდრომით შეიქმნა. არცერთი სერიოზული საქმე არ არის გამოძიებული. სწორედ ასეთ პირობებში, როდესაც მთელი სამართალდამცავი სტრუქტურები მოშლილია, ტერორისტული აქტი ხდება, რომელიც შევარდნაძის პერიოდს, 90-იან წლებს გვახსენებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშინელი ფაქტები მოხდა. გავიხსენებ ოპოზიციონერ ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმას, კორცხელის ინციდენტსა და ერთი კვირის წინ გორში ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმას, მას პირდაპირ ესროლეს წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქცია ერთ რამეზე მიუთითებს, ბიძინა ივანიშვილს პირადად და მის მარიონეტებს კვირიკაშვილს, კალაძეს და სხვებს აწყობთ ის ქაოსი, დაპირისპირება და არეულობა, რისკენაც ისინი მიგვაქანებენ, რაც აუცილებლად 8 ოქტომბერს უნდა შევაჩეროთ.
ხელისუფლებას თავისი ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, როგორი განწყობები უნდა შექმნან, რომ ტერაქტებით, ძალადობითა და არეულობებით ხელისუფლება შეინარჩუნონ, რასაც ისინი ბუნებრივია ვერ შეძლებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge