png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: 8 ოქტომბერი საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

  • პოლიტიკა
  • 05.10.2016
  • 16:00
გიორგი მარგველაშვილი: 8 ოქტომბერი საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანში სტუდენტებს შეხვდა და კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია" შეაჯამა. გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა სასწავლებლის 300-მდე სტუდენტისათვისსაჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მნიშვნელობაზე, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების ხედვების ერთიანობის აუცილებლობაზე და ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობაზეისაუბრა.

„დღეს არის დასკვნითი შეხვედრა იმ მნიშვნელოვანი კამპანიისა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა, რომელშიც ჩაერთო ასობით ახალგაზრდა და რომლის ფარგლებშიც ათიათასობით ჩვენსმოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა.

კამპანიის არსი და შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ ყველამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.

ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ჩვენ ყველა მტკიცედ ვიტყვით, რომ 8 ოქტომბერი იქნება მომავალი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტისთვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიან პერიოდში, საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე და ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა.

„25 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და იმ მომენტიდან დაიწყო მუშაობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის და  თავისუფლების მისაღწევად.

ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ბევრი გამარჯვება გვქონდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდა ძალიან სერიოზული დარტყმები. დარტყმები, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გადავიტანეთ და დღესაცმიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, ქართული საზოგადოება აჩვენებს, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი და პროგრესულად განვითარებადი ქვეყანა და ერთგულნი ვართ იმღირებულებებისადმი, რომელიც 25 წლის წინ დავისახეთ - რასაც ჰქვია ევროულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.

ყველაზე მძიმე, რაც ჩვენ განვიცადეთ ეს არის ის ომები, რომელმაც დაგვაზარალა ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ის გახლეჩილი ქვეყანა, რომლისტერიტორიაზეც დგას მეზობელი, ძალიან ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს ჯარები.

ეს არ იყო ომები მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე,  ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთში, არამედ ეს იყო ომი, რომელიც მიმდინარეობდა მთელ ტერიტორიაზე, ომი რომელიც მიმდინარეობდათბილისში, ომი რომელიც გამოიხატებოდა ერთმანეთის გაწირვაში.

ეს სირთულეები ჩვენ გადავლახეთ, დღეს ჩამოყალიბდა და ყალიბდება ძალიან სწორი ხედვა  იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მემიხარია, რომ არა ერთი ახალგაზრდა თავისი პატრიოტული მოტივაციით თავის თავს სწორედ ამ მიმართულებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით ხედავს.

იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს  ამ ღირებულების ირგვლივ. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველას ერთიანი ხედვა იმისა, როგორ, რასაშუალებით, რა გზით ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და როგორ ვიბრუნებთ იმას, რისი წართმევაც არის ისტორიული უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის სრულიდარღვევა და სამხედრო თვალსაზრისითაც კი აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში ვერავინ გახდა მოგებული, არიან მხოლოდ წაგებული მხარეები",  - განაცხადა საქართველოსპრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge