ეგვიპტეში პრეზიდენტს ირჩევენ
- მსოფლიო
- 26.03.2018
- 13:25
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში 59 მლნ ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 8 მლნ-ით მეტია. ხმის მიცემის უფლება აქვს მოქალაქეებს 18 წლიდან, სამხედროებისა და პოლიციის თანამშრომელთა გარდა.
ეგვიპტის მოსახლეობამ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. პრეზიდენტის პოსტისთვის ახლანდელი ლიდერი აბდელ ფათაჰ-სისი და ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი მუსა მუსტაფა მუსა იბრძვიან.
არჩევნების საბოლოო შედეგები 2 აპრილს გამოცხადდება.