რუს დიპლომატებს ლიტვა, ნიდერლანდები და აშშ-ც გამოაძევებს
- მსოფლიო
- 26.03.2018
- 17:23
ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ლიტვა, ნიდერლანდები და აშშ თავიანთი ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნიდან სამ რუსს დიპლომატს გააძევებენ. ნიდერლანდები - ორს. რუსეთის ელჩი აშშ-ში კი 60 რუსი დიპლომატის გაძევებას ადასტურებს.