რუსი დიპლომატების გაძევებას ბელგიაც გეგმავს
- მსოფლიო
- 27.03.2018
- 14:35
ბელგია ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას გეგმავს. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.
ამასთან დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა რაოდენობა, რომლებსაც ბელგიიდან გაძევება ემუქრებათ, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 23-მა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.