სამხრეთ კორეის დაზვერვა პეკინში კიმ ჩენ ინის ვიზიტს ადასტურებს - მედია
- მსოფლიო
- 27.03.2018
- 16:56
სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 26-27 მარტს პეკინში სპეცმატარებლით ნამდვილად ჩავიდა. ამის შესახებ სამხრეთკორეული მედია წერს.
ამასთან სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს რომ სიტუაციას არკვევს და ამ ცნობებს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.