ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
- მსოფლიო
- 28.03.2018
- 12:16
ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტში შეეჯახა.
ისრაელის მედიის ცნობით, გაჩერების დროს გერმანული კომპანიის German Wings-ის თვითმფრინავი ისრაელის ავიაგადამყვანს El Al-ს გამოედო, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა.
რეისი გადაიდო, მგზავრები ბორტიდან ჩამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ორივე თვითმფრინავს კუდის ნაწილი დაუზიანდა.