რუსეთი აშშ-ის 60 დიპლომატს გააძევებს და სანქტ-პეტერბურგში გენერალურ საკონსულოს დახურავს
- მსოფლიო
- 29.03.2018
- 22:34
რუსეთიდან 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ, ხოლო სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალურ საკონსულოს დახუარავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა დასძინა, რომ ყველა იმ ქვეყანას მიაგებენ ადეკვატურ პასუხს, საიდანაც რუსი დიპლომატები გამოაძევეს.
ცოტა ხნის წინ, აშშ-მა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა.