დღეს კათოლიკური ეკლესია აღდგომას ზეიმობს
- საზოგადოება
- 01.04.2018
- 13:07
დღეს კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
კათოლიკური ეკლესიის გარდა, აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგოლის კალენდრით აღნიშნავს.
პირველ აპრილს აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც აღნიშნავს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 8 აპრილს იზეიმებს.