ბრიტანეთს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 45 მლნ დაუჯდება
- მსოფლიო
- 01.04.2018
- 13:10
ბრიტანეთს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 45 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. თანხის დიდი ნაწილი უსაფრთხოებაზე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილის ორგანიზებისთვის 28 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.
მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილი 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილებს შორის მოხვდება.