აშშ-ში ლატარეაში უცნობმა 521 მლნ დოლარი მოიგო
- მსოფლიო
- 02.04.2018
- 14:34
ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატში Mega Millions-ის ლატარეაში უცნობმა პირმა 521 მლნ დოლარი მოიგო. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.
ბილეთის მფლობელმა, რომლიც ჯერ არ გამოენილა, ყველა მომგებიანი ნომერი გამოიცნო.
ტელეარხის ცნობით, უცნობმა თავისი ბედნიერი ბილეთი ქალაქ რივერდეილის შემოგარენში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე შეიძინა.
ლატარეის გამარჯვებულს შეუძლია მოგებული თანხა ერთდროულად, ან 29 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მიიღოს.