სამხრეთ კორეაში მოიერიშე F-15 ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 05.04.2018
- 12:12
სამხრეთ კორეაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ინციდენტი კენსან-პუკტოს პროვინციაში მოხდა.
მოიერიშე F-15 ქალაქ ტეგუს ავიაბაზაზე ბრუნდებოდა. ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. მათი ბედი ჯერ გაურკვეველია.
კატასტროფის ადგილზე სახანძრო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ხელს ძლიერი ნისლი უშლის.
თვითმხილველთა თქმით, თვითმფრინავი მთებში ჩავარდა, ისმოდა რამდენიმე აფეთქების ხმაც.