მერკელი ტრამპს ისტორიულ დღეს შეხვდება
- მსოფლიო
- 05.04.2018
- 16:07
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აპრილში შეხვდება. ამის შესახებ გერმანული ტაბლოიდი Bild-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, უმაღლესი დონის ორმხრივი სამიტი 27 აპრილს შედგება.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული თარიღია, რადგან ამავე დღეს გაიმართება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრაც.