4 დაღუპული - თურქეთში უნივერსიტეტის თანამშრომელმა ცეცხლი კოლეგებს გაუხსნა
- მსოფლიო
- 05.04.2018
- 16:44
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა თურქეთის დასავლეთით ესქიშეჰირში ოსმანღაზის უნივერსიტეტში მომხდარი სროლისას.
წინასწარი მონაცემებით, სროლა პედაგოგიური ფაკულტეტის შენობაში მოხდა. ცეცხლი თავის კოლეგებს უნივერსიტეტის თანამშრომელმა გაუხსნა.
ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციელები იმყოფებიან.