უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელმაც შენობაში 4 ადამიანი მოკლა, დაკავებულია
- მსოფლიო
- 05.04.2018
- 16:56
თურქეთში ოსმანღაზის უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელმაც სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლი გახსნა, დაკავებულია.
სროლას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ინციდენტი პედაგოგიური ფაკულტეტის შენობაში მოხდა. დაღუპულებს შორის უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. მომხდარის მიზეზები და გარემოებები უცნობია.