ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ვერტმფრენი ჩავარდა
- მსოფლიო
- 06.04.2018
- 12:10
იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ვერტმფრენი, სწავლების დროს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ვერტმფრენი SH 212 ოპერაცია Mare Sicuro-ში მონაწილეობდა. ის სამხედრო ხომალდის Borsini-ს ეკუთვნოდა. საბრძოლო ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები უცნობია.
ოპერაცია Mare Sicuro-ს იტალიის ხელისუფლება 2015 წლის მარტიდან მიგრაციული ნაკადის გასაკონტროლებლად ატარებს.