ტრანსგენდერმა კაცმა ბავშვი გააჩინა
- მსოფლიო
- 06.04.2018
- 12:57
ფინეთში პირველად მამამ ბავშვი გააჩინა.
30 წლის იოჰანესი 2016 წლადმე ქალი იყო, შემდეგ სქესის შეცვლის პროცედურები გაიარა და მამაკაცის საბუთები მიიღო.
ბავშვის გაჩენამდე, იოჰანესმა ჰორმონალური თერაპია შეწყვიტა.
მისი თქმით, ორსულობამ და მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ახალშობილი 4 კგ-ს იწონიდა, მისი სიმაღლე კი 53 სმ-ს შეადგენდა.
იოჰანესისა და მისი პარტნიორის თქმით, საავადმყოფოში ბიუროკრატიულ პრობლემებს წააწყდნენ იმის გამო, რომ მშობიარეს მამაკაცის სოციალური იდენტიფიკაციის ნომერი ჰქონდა.