ვაშინგტონმა ანტირუსული სანქციების სია გაზარდა
- მსოფლიო
- 06.04.2018
- 16:40
ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა სია გაზარდა. სიაში კიდევ 38 რუსი ბიზნესმენი, ოფიციალური პირი და კომპანია მოხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სანქციები უკრაინის, სირიისა და კიბერშეტევის გამო დაწესდა. თუმცა სანქციების გაზრდის უმთავრეს მიზეზად რუსეთის მხრიდან დასავლეთის დემოკრატიის რღვევის მცდელობა დასახელდა.