სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება
- საზოგადოება
- 07.04.2018
- 21:20
სააღდგომო ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება.
სააღდგომო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
დღეს, კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლესაც წაიკითხავს.