png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლი აშენდება

  • საზოგადოება
  • 11.04.2018
  • 16:02
ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  დღეს დაბა ქედაში ყოფილი სამკერვალო საწარმოს ბაზაზე ახალი სოციალური სახლის რეკონსტრუქციის პროცესს გაეცნო.  რეგიონის პირველ პირი მიმდინარე სამუშაოებს აჭარის  უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ქედის მერთან, ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო.

ყოფილ სამკერვალო საწარმოს შენობაში 12  სოციალურად დაუცველი ოჯახი დაბინავდება. ორწლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 436 046 ლარია, მაისის თვეში დასრულდება.

ობიექტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე  ოცამდე ადგილობრივია დასაქმებული.

უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება სხვადასხვა სამსახურების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია, რომელიც სოციალურ სახლში დასაბინავებელ ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს.

2016 წელს სახელმწიფოსგან  273 053 ლარი კომპენსაცია მიიღო 2012 წელს მიწისძვრით  დაზარალებულმა 94 ოჯახმა. გარემონტდა დაბა ქედაში  9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობები, სადაც პირველ ეტაპზე 54 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, ხოლო მეორე ეტაპზე სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები მეწყერის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი.

სოფელ კოლოტაურში 2015 წლის ნოემბრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლევან სალაძის 6 წევრიან ოჯახს ახალი სახლი აუშენდა. მიმდინარე წელს ასევე 2 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი. ბინის მაძიებელთა პროგრამით უკვე ისარგებლა  44  ოჯახმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge