ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
- მსოფლიო
- 12.04.2018
- 13:57
ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროვების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პროკურატურს განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ოსკაროსანი მსახიობი სექსუალურ შევიწროვებაში 30-ზე მეტმა ადამიანმა დაადანაშაულა.
მას შემდეგ, რაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროვებაშ ამხილეს, მის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ მსახიობის კარიერას წერტილი დაუსვა. სპეისი გაათავისუფლეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალიდან House of Cards, სადაც მთავარ როლს ასრულებდა. ამავდროულად, კონტრაქტი შეუწყვიტა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA. საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ კი გააუქმა ღონისძიება, სადაც მსახიობისთვის საპატიო „ემი“ უნდა გადაეცათ.