რეჟისორი მილოშ ფორმანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 14.04.2018
- 13:21
"ოსკარის" ორგზის პრიზიორი, ჩეხი და ამერიკელი რეჟისორი, მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ის გარდაიცვალა მშვიდად, ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ" - განაცხადა მისმა მეუღლემ.
მისმა ყველაზე ცნობილმა ფილმმა - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში - საუკეთესო ფილმის, სცენარის, რეჟისურის და ორი მსახიობის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
მილოშ ფორმანი, რომან პოლანსკისთან ერთად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროპელი იმიგრანტი ჰოლივუდში.