რუსეთში დაგეგმილი მაკრონის ვიზიტი არ გადაიდება
- მსოფლიო
- 14.04.2018
- 13:52
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტი რუსეთში, რომელიც მაისის თვეში იყო დაგეგმილი, არ გადაიდება.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრინმა ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“ - აცხადებს მინისტრი.
იგეგმება, რომ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვალდიმერ პუტინს მაისში, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდება.