თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
- საზოგადოება
- 16.04.2018
- 09:53
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ განუცხადა. ცეცხლი მარილის საწყობში 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ჯგუფი, ორი – სამაშველო. მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი. გავრცელებული ცნობით, საწყობში მარილის გარდა არაფერი ინახებოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი გუშინ გვიან გაჩნდა.