png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოგზაურობა დედამიწის გარშემო 25 დღეში: მილიონერებისათვის, 150 ათას დოლარად, თბილისის გავლით

  • საზოგადოება
  • 16.04.2018
  • 10:29
მოგზაურობა დედამიწის გარშემო 25 დღეში: მილიონერებისათვის, 150 ათას დოლარად, თბილისის გავლით

ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში - Busines Insider UK – გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანია Abercrombie & Kent ტურიზმის მდიდარ მოყვარულებს 150 ათას დოლარად ძალზე საინტერესო მარშრუტს სთავაზობს: მოგზაურობას დედამიწის გარშემო 25 დღეში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება კერძო თვითმფრინავებით, ძვირფასი იახტებით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით და, საერთოდ ისეთი უმაღლესი დონის მომსახურებით, რასაც მილიონერები არიან მიჩვეულნი (ავტორი - სტეფანია ასიმკოსი).

25 დღიანი ტურის განმავლობაში მოგზაურები მოინახულებენ ექვსი კონტინენტის 7 ქვეყანას. მოგზაურობა იწყება მაიამში (აშშ, ფლორიდა), შემდეგ - ნიკარაგუა, ჩილე, აღდგომის კუნძული, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინდოეთი, ომანი, საქართველო და მთავრდება ნიუ-იორკით. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში მილიონერი ტურისტები ჩადიან მოგზაურობის 22-ე დღეს. „საქართველო - ქვეყანა, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება“ - ასეა დასათაურებული პუბლიკაციის ბოლო ნაწილი, რომელშიც ვკითხულობთ:

„თბილისი მოგზაურობის დამაგვირგვინებელი ქალაქია. აქ თქვენ დაათვალიერებთ მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრეს, გაისეირნებთ ქალაქში, დატკბებით საგუნდო სიმღერებით და მუსიკალური სტილით. შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ქართული ღვინო ქართულ ადგილობრივ დელიკატესებთან ერთად. თბილისში ყოფნის ბოლო 24-ე დღე აღინიშნება გამოსათხოვარი ვახშმით“.

მოგზაურობა 25-ე დღეს მთავრდება ნიუ-იორკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
  • 07:53
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ტერიტორია უნდა დავთმოთ... ამგვარად საუბარი შეუძლებელია - ზელენსკი
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge