ერევანში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა
- მსოფლიო
- 16.04.2018
- 16:52
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ მომიტინგეები აცხადებენ, თუმცა ამ ინფორმაციას სამართალდამცველები უარყოფენ. სომხეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ.
მანამდე დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციამ ხელი შეუშალა. ამ მომენტისთვის მიტინმგის მონაწილეებს მოუწოდებენ პოლიციის კორდონს მოშორდნენ.
ერთ-ერთი მონაწილის თქმით, შეტაკების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებიან.
ნიკოლ პაშინიანმა უკვე განაცხადა, რომ მისი მომხრეები ხიდების, ქუჩებისა და მეტროსადგურების ბლოკირებას მოახდენენ.